29 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
"ტვ პირველის" ჟურნალისტის ინფიცირების წყარო ოჯახური კონტაქტია - კოვიდზე ტესტი არხის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება

კორონავირუსი დაუდასტურდა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლესაც, რომელიც "ტვ პირველის" ჟურნალისტია, მისი ინფიცირების წყარო ოჯახური კონტაქტია.

ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და დაავადებათა კონტროლის დამატებით რეკომენდაციებს ელოდება. ცნობილია, რომ კოვიდზე ტესტი არხის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება.

"ჩვენთვის ცნობილია მისი კონტაქტები, ეს არის ოჯახური კონტაქტი და აქედან გამომდინარე, მისი დადებითი პასუხი როდესაც გავიგეთ, პირდაპირ დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს. მითხრეს, რომ ტელევიზიამ ჩვეულებრივად უნდა გააგრძელოს მუშაობა, უნდა ვიყოთ თვითმონიტორინგის რეჟიმში.

თუ სახელმწიფო არ ჩაატარებს ტესტირებას ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის, მაშინ ამას გააკეთებს თვითონ კომპანია," - განაცხადა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ. 

დღის ამბები