კახეთში, რამდენიმეწუთიანმა უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები -
ზემო ხოდაშენი, ოჟიო, აწყური და ხორხელი დააზარალა.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ზარალი მცირეა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა აქტიურად მუშაობდა, რის გამოც ყურძენმა მხოლოდ 30%-იანი დაზიანება მიიღო.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, რთველის საკოორდინაციო შტაბთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ღვინის ქარხნებმა დაზიანებული მოსავალი ჩაიბაროს.