29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
მოსახლეობის 68.9% თითქმის დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას მიიღებს - Survation-ის კვლევა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, 68.9% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებდა. სხვა პასუხების პროცენტები ასე გადანაწილდა:

ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 12.5%

50-50 - 12.2%

არ ვიღებ მონაწილეობას - 6.0%

არ ვიცი/უარი პასუხზე - 0.4%

მონაცემების შეგროვების მეთოდი - კვლევის მეთოდი პირისპირ ინტერვიუებია რესპონდენტების სახლში, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სქესისა და საარჩევნო ასაკის მქონე ადამიანებში ჩატარდა. ამ კვლევის ცდომილება 2-დან 3%-მდე მერყეობს. 

Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და კვლევაში არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც პასუხს არ სცემს რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე.

დღის ამბები