29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ექიმი - გასტროენტეროლოგი მკერდის შემოწმებას კეთილი მიზნებით ხსნის

ექიმს სექსუალურ შევიწროვებაში პაციენტი ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალმა მედიკოსს კუჭის პრობლემით მიმართა, თუმცა ექიმმა მამოლოგის ფუნქციაც შეითავსა.

სახალხო დამცველის ოფისმა უკვე დაადგინა, რომ საქმე გვაქვს სექსუალურ შევიწროებასთან, ქალთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციის ერთ-ერთ მძიმე ფორმასთან.

"კურიერის" რესპონდენტი ერთადერთი არაა, რომელიც მედიკოსს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. თავად ექიმი ირაკლი ხმალაძე კუჭის პრობლემით მისული პაციენტის მკერდის შემოწმებას კეთილი მიზნებით ხსნის და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ქალს ამ ფორმით ფინანსების და დროის დაზოგვაში დაეხმარა.

რამდენად მასშტაბურია სექსუალური შევიწროება სამედიცინო სფეროში? ოფიციალური მონაცემი არ არსებობს. ბოლო პერიოდში ექიმის მხრიდან პაციენტის სექსუალური შევიწროების რამდენიმე ფაქტი გახდა საჯარო, მათ შორის პანდემიის პირობებში - საკარანტინო სივრცეებში.

დღის ამბები