29 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
COVID-19-ის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში - 44 ახალი შემთხვევა და ახალი კლასტერები

COVID-19-ის ისევ მაღალი მაჩვენებელი საქართველოში - 44 ახალი შემთხვევა და ახალი კლასტერები. მასშტაბები სერიოზულად იმატებს. ინფიცირების ახალი კერებია: საქართველოს პარლამენტი, ქუთაისის საჯარო სკოლა, რესტორანი და სამედიცინო კლინიკა თბილისში, აჭარის სასაზღვრო პოლიცია, ბათუმის საბანკეტო დარბაზი. ხვალიდან ქვეყანაში ქორწილები, ქელეხები და ხალხმრავალი იუბილეები აკრძალულია.

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, "ტვ პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარტია "ჩვენი საქათველოს" წევრს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გუშინ დაეწყო. ლაბორატორიიდან პირველი პასუხი საეჭვო იყო და მონაცემები მეორედ უკვე დადებითი აღმოჩნდა. ლევან გოგიჩაიშვილი "კურიერს" სატელეფონო ინტერვიუში უყვება, რომ არ იცის ინფიცირების წყარო.

დღეს დაიკეტა რესტორანი "მრავალჟამიერიც", სადაც თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ​კორონავირუსი კლინიკა "მედ კაპიტალის" ექიმსაც დაუდასტურდა.

წითელ ზონად გამოცხადებულ ბათუმში დაკეტილი ობიექტების რაოდენობა ყოველდღე იზრდება. დღის ბოლოს დარბაზი "აჭარა" დაიხურა. მიზეზი კოვიდინფექციაა, რომელიც ადმინისტრატორს დაუდასტურდა. ბათუმში დღეს სამშობიარო სახლიც დაიკეტა. კლინიკის 5 თანამშრომელს ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი მიუვიდა. ისევ დაკეტილია ხოფას ბაზრობა, დამატებით კიდევ 7 პირს დაუდგინდა COVID-19. აჭარაში COVID-19 სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელსაც დაუდასტურდა. 

დღის ამბები