29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდში - შუახნის მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

დაპირისპირება ზუგდიდში - მამაკაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენეს. შუახნის მამაკაცს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკება თხილის ქარხანასთან მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები