29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
სოციალური ღონისძიებები კვლავ აიკრძალა - კორონავირუსის სტატისტიკის ზრდის კვალდაკვალ რეგულაციები მკაცრდება

საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა იზრდება, მისი გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომები კი მკაცრდება. კინოთეატრები, თეატრები და საბავშვო გასართობი ცენტრები, ჯერჯერობით, კვლავ არ გაიხსნება. გახსნის სავარაუდო თარიღმა პირველ ნოემბრამდე გადაიწია.

პარალელურად, დასწრების ლიმიტი წესდება ღია სივრცეში დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებების შემთხვევაში. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწილებს, იუბელეებს და სამგლოვიარო რიტუალებს მაქსიმუმ 10 ადამიანი უნდა დაესწროს.

ხალხმრავალი შეკრებების დაუშვებლობის მხრივ გამონაკლისი წინასაარჩევნოდ მხოლოდ პოლიტიკურ, პარტიულ ღონისძიებებს შეეხება.

სწავლა არ გადაიდება, თუმცა, ამჯერად, ბავშვებს სკოლაში საზეიმო ღონისძიებების გარეშე მიიყვანენ. დღეს განხილვის საგანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც სოციალური ღონისძიებების აკრძალვას ეხება.

დღის ამბები