29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
ქუთაისში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში კორონავირუსი 32-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუდასტურდა. 

არსებული ინფორმაციით, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა. 

სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა. ის კლინიკაში გუშინ შვილთან და შვილიშვილთან ერთად შეიყვანეს. 

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების გადადებას ამ დროისთვის არ ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. მისი ინფორმაციით, საკითხი სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა სწავლის დაწყების გადადებას არ გამორიცხავს.

დღის ამბები