29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
სერბი და რუსი სამხედროები რამდენიმე დღეში დასავლეთ ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგდებიან - ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო

ბელარუსში მიმდინარე არეულობის პარალელურად ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სერბი და რუსი სამხედროები რამდენიმე დღეში დასავლეთ ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგდებიან. სამინისტროს ვებგვერდზე განმარტებულია, რომ მსგავსი წვრთნები ყოველწლიურად ტარდება, მიზანი კი ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი მეთოდების შემუშავებაა.

მინსკში ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა 46 აქტივისტი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ნიღბიანმა პირებმა კიდევ ერთი ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მაქსიმ ზნაკი აიყვანეს. კოლესნიკოვას თანაგუნდელების ინფორმაციით, ოპოზიციონერს ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ, რის შემდეგაც კოლესნიკოვამ უკრაინაში დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად საკუთარი პასპორტი დახია.

მანამდე ბელარუსის სახელმწიფო მედია ავრცელებდა ვერსიას, რომ მარია კოლესნიკოვამ და ორმა ოპოზიციონერმა ქვეყანა დატოვეს და უკრაინაში გადავიდნენ. მოგვიანებით, კოლესნიკოვას საზღვართან დაკავება დაადასტურა ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტმა.

ოპოზიციონერის გატაცებისა და უკრაინაში გაძევების მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ვაშინგტონი. მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.

დღის ამბები