29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"პარლამენტში ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ვიყავი"- ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების წყარო უცნობია

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა აცხადებს, რომ პარლამენტში გასულ კვირაში სამჯერ იმყოფებოდა. 

დეპუტატს არ აქვს ინფორმაცია, მისი ინფიცირების წყარო ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. 

"დილით გავიღვიძე სიცხით და მაშინვე ტესტი გავიკეთე. თავიდან მოვიდა კარგი პასუხი, შემდეგ მითხრეს, რომ რაღაც საეჭვოა და ხელმეორედ გაიკეთეო. დღეს იყვნენ ჩემთან დილით მოსულები და რომ გამიკეთეს, მგონი, დადებითია. ველოდები მათ პასუხს სად გადაგვიყვანენ. მგონი, ვიკასაც აქვს. საიდან გადამედო არ ვიცი.

პარლამენტში ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ვიყავი. გუშინწინ არ ვყოფილვარ,"-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის მეუღლე ვიკა ბუკია, რომელსაც ვირუსი ასევე დაუდასტურდა აცხადებს, რომ არანაირი სიმპტომი არ აქვს. 

"დაგვიდასტურდა კორონა და როგორ, რანაირად, არ ვიცი. არ მჭირს არაფერი, უსიმპტომოდ ვარ, ლევანი ცოტა ცუდადაა. 5 წუთის წინ გავიგე ჩემი ამბავი, ლევანის ვიცოდი,"-განაცხადა ვიკა ბუკიამ. 

დღის ამბები