დონალდ ტრამპი 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. მედიის ინფორმაციით, ნობელის პრემიაზე შტატების პრეზიდენტის კანდიდატურა ნორვეგიის პარლამენტის წევრმა, კრისტიან ტაიბრინგ-იედემ წარადგინა.
ნობელის მშვიდობის პრემიაზე პრეზიდენტ ტრამპის წარდგენის მიზეზი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გახდა.
აღნიშნულ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი ტრამპის ადმინისტრაციამ შეასრულა.