29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ღონისძიების შემდეგ გამასპინძლება ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია - გიგი უგულავა 600 კაციან სუფრაზე

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" გიგი უგულავამ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების მონიტორინგის შედეგები შეაფასა, სადაც "ევროპული საქართველოს" მიერ სენაკში 600 კაციანი სუფრა მოსყიდვის შესაძლო ფაქტადაა შეფასებული.

როგორც უგულავამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა,  წინასაარჩევნო ღონისძიების შემდეგ ამომრჩევლის გამასპინძლება კანონის დარღვევა არ არის. 

"ჩვენი კანონმდებლობით, ეს მოსყიდვად არ განიხილება, შესაბამისად, "შესაძლო ფაქტი" არალოგიკურად და არასწორად მიმაჩნია. ვიღაცას შეიძლება ეს მოეწონოს, ვიღაცას არა, მაგრამ კანონის დარღვევა ეს არ არის. ვერ ვხედავ პრობლემას, როდესაც გვაქვს 5 რაიონისგან შემდგარი ოლქი და ღონისძიებაზე, მაგალითად, სენაკში ჩამოდიან ადამიანები ხობიდან, ხობის სოფლებიდან, ამოდიან ფოთიდან, ჩამოდიან მარტვილიდან და ა.შ. გამასპინძლება ღონისძიების შემდეგ ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია.

მე არ მგონია, რომ ეს ძალიან დიდი თემა იყოს იმ უბედური დარღვევების ფონზე, რასაც ივანიშვილის "ქართული ოცნება" გვთავაზობს. ბოლო არჩევნებს შეგახსენებთ - 650 ათასი ადამიანის პირდაპირი, ღია მოსყიდვა იყო, რაზეც საერთაშორისო დამკვირვებლებმა პირდაპირ ისაუბრეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდად ადმინისტრირებული, ყველაზე უფრო გაყალბებული და არაადეკვატური არჩევნები ვარდების რევოლუციის შემდეგ,"-განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები