29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
სააკაშვილი ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუტა კრიმინალია - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი ხელისუფლების ხშირად ხსენება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს მათი ქმედებები. ამის შესახებ თეა წულუკიანმა "ღამის კურიერში" ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისთვის, ქარაფშუტა კრიმინალია.

"მე პირადად, მომბეზრდა, რომ კრიმინალზე ვილაპარაკო ამდენი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუტა კრიმინალია, იმიტომ რომ კრიმინალები ზოგიერთი ისტორიულიც არის, სხვა ქვეყნებში, ჭკვიან კრიმინალად რომ ითვლებიან. ეს არის ქარაფშუტა კრიმინალი და თითქოს, არ უნდა ვხარჯოთ მასზე დრო, მაგრამ არის მნიშვნელოვანი რამ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის სისხლი და ხორცი ადამიანები იყვნენ არასრულწლოვნები, დღეს ისინი სრულწლოვნები არიან და დიახ, ჩვენი ვალია, რომ მუდმივად შევაფასოთ ეს ადამიანები, არჩევნებს შორისაც, რომ არ დაგვავიწყდეს ვინ არიან ესენი, ახლა უკვე თვითლუსტრაციით დაკავებული ეს ძალა, გვეხმარება ამაში და რეალურად, ეს აღიარებების კასკადი კიდევ უფრო ამარტივებს 31 ოქტომბერს გასაკეთებელ არჩევანს პოლიციელებისთვის, სასჯელაღსრულების თანამშრომლებისთვის, რომლებიც თურმე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სააკაშვილმა თქვა, ენჯეოებმა უნდა მართონ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები