29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი - არის თუ არა რისკი, ინფექციის გავრცელება უკონტროლო გახდეს

კორონავირუსის გავრცელებიდან პირველად საქართველოში COVID - 19-ის ყველაზე დიდი მატებაა. ბოლო 24 საათში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რეკორდია 7 თვის განმავლობაში.

ექიმები უკვე ამბობენ, რომ კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება. კორონავირუსი საქართველოში ინტენსიური გავრცელების ხასიათს იღებს. 45 ახალი შემთხვევიდან ნაწილი მრავალრიცხოვან ქორწილებს უკავშირდება, 23 ახალი ფაქტი კი ბათუმს, რომელიც ჯერჯერობით არ იკეტება, თუმცა ქალაქი წითელ ზონად გამოაცხადეს.

დღის ამბები