29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
12 ათასი ლარის გამო ნაწამები 61 წლის ქალი - ყვარელში მოკლული ქალის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

ყვარელში 10 თვის წინ მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე სასამართლომ განაჩენი სამ პირს გამოუტანა - ორ მსჯავრდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთს - 17 წლით. 

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას მეოთხე მონაწილეც ჰყავს, თუმცა, მან საქართველოს ფარგლების დატოვება მოასწრო.

7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთების, 3100 ლარისა და 1600 ლარად შეფასებული ლეპტოპის გამო 61 წლის ქალი გასული წლის ნოემბერში, სოფელ არბოშიკში წამებით მოკლეს.

დღის ამბები