პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კომპანია "მეგადორსი" ფართოვდება. წარმოება ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების პროგრამით დაიწყო.
კომპანია ავეჯის საწარმოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს. კომპანია დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში 6 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
"ისინი აწარმოებენ კარებებს, სხვადასხვა საშენ მასალას და ამის შემდეგ უკვე აამოქმედებენ ავეჯის წარმოებას სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერით. მთლიანობაში ეს ნიშნავს 90-ზე მეტი დასაქმებული ადამიანის მუშაობას ამ საწარმოში, ამატებენ ახალ სამუშაო ადგილებს. ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციას სწორედ პანდემიის პერიოდში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.