29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საფრენი აპარატები საავიაციო ქარხანაშია გადატანილი. პროცესს მინისტრი გაეცნო.

"თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ადგილზე, პირადად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები, რომელიც არის კომპლექსური და მოიცავს როგორც კაპიტალურ რემონტებს, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას და პირადი შემადგენლობის გადამზადებას,"-აცხადებს პოლკოვნიკი, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი სერგო ნინუა.

დღის ამბები