29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან - ამირან გამყრელიძე

ს​აქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას პანდემიის დროს დიდი თავშეყრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს:

"ძალიან გთხოვთ ყველას, პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ  დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო შეკრებები, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერებასთან, თუ იქნება სამწუხარო თავშეყრები. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რადგან ეს არის ძალიან მომატებული რისკი",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ერთი ოჯახიდან 5 წევრის დაინფიცირება, სწორედ მსგავსი სახის შეკრებას უკავშირდება.

"ჩვენ ერთი ოჯახური შემთხვევა გვაქვს ცაგერში, სწორედ ასეთი დიდი სარიტუალო სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან და ოჯახის 5 წევრი არის დაინფიცირებული. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ამ პერიოდში რა თქმა უნდა  აღვნიშნოთ ასეთი რიტუალები, მაგრამ ის უნდა იყოს მოკრძალებული და ოჯახური დღესასწაული ან ოჯახური მწუხრი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები