29 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
დისტანციური მუშაობა და სწავლება გამიგია, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა "ნაციონალების" ნოუ-ჰაუა - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას გამოეხმაურა.

ნათია თურნავას შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ქვეყანა წარსულ მოგონებებში ჩაითრიოს.

"ეს მისი გაცხადებები ანეკდოტს ემსგავსება და ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. ჩამოვა, არ ჩამოვა...

იმასაც გეტყვით ახლა, ნახევრად ხუმრობით, რომ პანდემიაა, მთელი მსოფლიო გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. გამიგია დისტანციური მუშაობა, გამიგია დისტანციური სწავლება, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა "ნაციონალების" ნოუ-ჰაუა.

ეს ძალა არის წარსულის ძალა, ეს პოლიტიკოსი გახლავთ წარსულის პოლიტიკოსი და ესენი ცდილობენ ისევ წარსულ მოგონებებში ჩაითრიონ ქვეყანა," - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები