29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
გურიაში კორონავირუსი უკვე 8 პირს აქვს დადასტურებული - მათ შორისაა სარფის საბაჟოს თანამშრომელიც

დასავლეთ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, გურიაში კორონავირუსი უკვე 8 პირს აქვს დადასტურებული, ყველა შემთხვევა აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

დღეს გამოვლენილი ფაქტიც ბათუმთან არის კავშირში, ახალგაზრდა კაცი სარფის საბაჟოზე მუშაობდა. მის საცხოვრებელ ადგილზე ჩოხატაურში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და მის კონტაქტებს იკვლევენ. ამ ეტაპზე მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ის სამკურნალოდ ბათუმშია გადაყვანილი.

დღის ამბები