29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"ვინ ელოდა, რომ გიორგის სხეულზე, რომელიც 4 დღე წყალში იმყოფებოდა, რამე დნმ-ის ნიმუში ამოვიდოდა" - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილის ხელებსა და ფრჩხილებზე ბრალდებულების დნმ-ი არ აღმოჩნდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ახალმა მონაცემებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დაამტკიცა. საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე. 

ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურა მოკლული ფეხბურთელის ოჯახიც. 

"ვინ ელოდა, რომ გიორგის სხეულზე, რომელიც 4 დღე წყალში იმყოფებოდა, რამე დნმ-ის ნიმუში ამოვიდოდა, ვერ გეტყვით. საერთოდ, რატომაა აჟიოტაჟი ატეხილი, არ ვიცი, მე არანაირი მოლოდინი ამასთან დაკავშირებით არ მქონდა. დაახლოებით, 9-10 კაცი, თუ მეტი არა, ფრჩხილებდაჭრილი მივიდნენ საგამოძიებო უწყებაში, მომზადებულები, რომ არ ჩარჩენილიყო მათ ფრჩხილებში გიორგის კვალი. მიკრონაწილაკები არ გადადის, თუ მჭიდრო კონტაქტი არ გაქვს ადამიანთან - ან უნდა ეჭიდავო, ან შეეხო ისე, რომ გადავიდეს ეს მიკრონაწილაკი. ადამიანს როდესაც არტყამ და გონებას კარგავს და ფეხით დგები ზედ, იქ რა მიკრონაწილაკი უნდა გადავიდეს,"-განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ.

დღის ამბები