29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა უკრაინის საზღვარზე დააკავეს - განცხადებას ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტი ავრცელებს

ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტის განცხადებით, ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა უკრაინის საზღვარზე დააკავეს.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ კოლესნიკოვამ და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორმა წევრმა ქვეყანა დატოვეს და უკრაინაში გაემგზავრნენ. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო საზღვრის კომიტეტში განმარტეს, რომ დღეს დილით უკრაინაში გადასვლის დროს მოხდა ინციდენტი, რა დროსაც მარია კოლესნიკოვა დააკავეს.

7 სექტემბერს ბელარუსის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

დღის ამბები