29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ბათუმში იუსტიციის სახლი დაიხურა - მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის ინფიცირებაა

ბათუმში იუსტიციის სახლი დაიხურა. იუსტიციის სახლში ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ასევე ეპიდკვლევა მიმდინარეობს აჭარის გარემოს დაცვის სამსახურში, სწორედ ამ კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა ისინიც ფუნქციონირებას.

ეპიდკვლევა იქ დასაქმებული ადამიანების ინფიცირებამ გამოიწვია, თუმცა რა პოზიციაზე მუშაობენ ისინი უცნობია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ორი ინფიცირებულის წყარო უცნობია.

"ერთი გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი, ორის წყარო კი უცნობია. დანარჩენები ყველა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ხოფის ბაზრობა ამ ეტაპზე დაკეტილია,"- განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ამასთან, ბათუმში, ხოფის ბაზრობის თანამშრომლების გამოკვლევა დღეიდან იწყება. ეპიდემიოლოგები დაინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევენ. ობიექტი უკვე მეორე დღეა დაკეტილია.

მიზეზი ბაზრობაზე დასაქმებული მამა-შვილისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა. პარალელურად, კიდევ უფრო ფართოვდება ე.წ. აჭარის კლასტერი.

აჭარის რეგიონი წითელ ზონად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები ამ ეტაპზე არ მკაცრდება, მკაცრდება კონტროლი უკვე შემოღებული წესების აღსრულებაზე.

დღის ამბები