29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
ამომრჩეველთა მოსყიდვა, მუქარა და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტები - "სამართლიანი არჩევნები" კვლევას აქვეყნებს

ამომრჩეველთა მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა, მუქარა და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტები - ამ თემებზე საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" კვლევაში, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდს ეხება. მესამე შუალედურ ანგარიშში საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევებზეა საუბარი. 

მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა "პატრიოტთა ალიანსის", "თავისუფალი საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სურსათის დარიგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას, რომ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვისგან თავი შეიკავონ. კვლევაში საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში სასულიერო პირების ჩართულობაზეც

"ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამიზნული სოციალური პროექტები, რომელიც ინიცირებული იქნა პარლამენტში, ასეთი ორი ფაქტი დაფიქსირდა და ასევე დაფიქსირდა სასულიერო პირების მონაწილეობა კანდიდატების სასარგებლოდ გამართულ კამპანიაში. ძირითადად, ეს ეხებოდა მმართველი გუნდის სასარგებლოდ ჩატარებულ წინასაარჩევნო ღონისძიებებს," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

 

დღის ამბები