29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ-ს მამამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით დაიმუქრა

სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული დღეს დილით მთავარ პროკურატურასთან - მიზეზი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ-ს მამაა.

თამაზ ხომასურიძემ საგამოძიებო უწყებასთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა. პოლიციამ ხომასურიძისთვის სანთებელას წართმევა შეძლო და ის ტერიტორიას გაარიდა.

ზ.ხ-ს მამა ამ პროტესტით პროკურორთან შეხვედრას ცდილობს.

 

დღის ამბები