29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ძალიან მალე მზად იქნება - დონალდ ტრამპი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდემიები და პანდემიები ცხოვრებისეული მოვლენებია, ამიტომ, როდესაც შემდეგი პანდემია მოვა, მსოფლიო უფრო მომზადებული უნდა შეხვდეს, ვიდრე კორონავირუსის პანდემიის შემთხვევაში იყო.

მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინის შექმნა კვლავ აქტუალური თემაა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ძალიან მალე მზად იქნება.

ვაქცინის წარმოება დააანონსა გერმანიამაც. "ბიოტეკისა" და "პფიზერის" თანამშრომლობით შემუშავებული ვაქცინა შესაძლოა, ოქტომბრიდან წარმოებაში ჩაეშვას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ვაქცინა წარმოებაში მაშინ ჩაეშვას, როცა ის სრულყოფილად იქნება მზად.

დღის ამბები