29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
რუხის კლინიკაში 6 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

რუხის კლინიკაში 6 ახალი პაციენტი შეიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაია ჯანაშიას ინფორმაციით, მათგან 4 პაციენტი გურიიდან არის, ერთი ქუთაისიდან, ერთი კი სენაკიდან.

ამავე ცნობით, ინფიცირებულებს შორის ორი არასრულწლოვანია. რაც შეეხება ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის, თუმცა ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა და მათ დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ.

მათ გარდა რუხში აფხაზეთიდან შემოყვანილი მამაკაცი და ზუგდიდის სასტუმროში დაბინავებული ახალგაზრდა ქალი მკურნალობენ.

დღის ამბები