კალიფორნიაში ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. შტატის მასშტაბით ცეცხლის 24 კერის ლოკალიზებას 14 000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.
წელს კალიფორნიის ტყეებში ხანძრის შედეგად 800 000-ზე მეტი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
პარალელურად ძლიერი სიცხე ფიქსირდება ზოგიერთ ქალაქში. ლოს-ანჯელესში კვირას ჰაერის ტემპერატურამ 49 გრადუსს მიაღწია. ხანძრების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.