29 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში "ღირსეული პარტნიორის" ფარგლებში წვრთნების დაწყებაზე შეშფოთებას გამოთქვამს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში "ღირსეული პარტნიორის" ფარგლებში წვრთნების დაწყებაზე შეშფოთებას გამოთქვამს. დე ფაქტო უწყების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარების პრაქტიკა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების, საქართველოსა და NATO-ს წევრი ქვეყნების ქმედებებს ღია პროვოკაციად აფასებს და წვრთნების საპასუხოდ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

დღის ამბები