29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით აჭარიდან ინფიცირებული დედა-შვილი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარის კლასტერი გაფართოვდა. გვიან ღამით სამედიცინო დაწესებულებაში აჭარიდან დედა-შვილი შეიყვანეს.

პაციენტებს საჭირო კვლევები ჩაუტარდათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ჯამში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები