29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ხელისუფლება ნამდვილად არ მენატრება, პრემიერ-მინისტრი ვიქნები მაქსიმუმ 2 წელი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემირ-მინისტრის თანამდებობას არასრული ვადით, 2 წლით დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ, რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები ყოფნა-არ ყოფნის საკითხია. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სააკაშვილმა ამომრჩეველს მისი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოუხადა.

"მინდა შეცდომებისთვის მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარია არა ბოდიში, მთავარია შეცდომების გამოსწორება. მინდა გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების გამოსწორების საშუალება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები