29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ვინ რის მიხედვით არჩევს პარლამენტის მომავალ წევრებს და რა კრიტერიუმებით დგება პარტიული სიები

ვინ რის მიხედვით არჩევს პარლამენტის მომავალ წევრებს და რა კრიტერიუმებით დგება პარტიული სიები?

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, სიის ფორმირებაზე პარტიის სამდივნო და პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებებს დამსახურებებისა და და შიდაპარტიული რეიტინგების გათვალისწინებით იღებს. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის საპარლამენტო სიას "ძალა ერთობაშიას წევრებიც" დააკომპლექტებენ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერებისთვის სიაც ფორმალურია და ათეულიც, რადგან ამბობენ, რომ 120-კაციან პროპორციულ სიაში გარანტირებული ადგილი არავის აქვს. ლიდერების თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თანამიმდევრობას, რადგან მანდატებს სწორედ იმ ადამიანებს გადასცემენ, ვინც საკუთარ ოლქში ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 55 დღე რჩება. წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონში ბრძოლისთვის 66 პარტია ემზადება. ცესკოში საპარლამენტო სიების წარდგენის ბოლო ვადა თვის ბოლოს იწურება. მეცხრე მოწვევის პარლამენტი ახალი საარჩევნო სისტემით დაკომპლექტდება - ამ სავარძლებიდან 120 ადგილს პროპორციული წესით არჩეული, 30-ს კი მაჟორიტარი დეპუტატი დაიკავებს. 

დღის ამბები