29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
"ღირსეული პარტნიორი 2020" - 11 დღის განმავლობაში 5 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ ოპერაციებს აწარმოებენ

ამერიკული "სტრაიკერი", აპაჩის ტიპის საფრენი აპარატები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა - 11 დღის განმავლობაში 5 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ ოპერაციებს აწარმოებენ. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და შტატების ოფიცრები ქართული მხარის ხელმძღვანელობით არამხოლოდ საბრძოლო მისიების იმიტაციას, არამედ ერთობლივ საშტაბო-სამეთაურო კურსს გაივლიან. სწავლების მონაწილეებს დღეს ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მიმართეს.  

ნატოს წევრი ქვეყნების და ქართველი სამხედროების ურთიერთქმედებას მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროცესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

11 დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები მრავალეროვნულ გარემოში გააუმჯობესებენ კოორდინირებულ მოქმედებას, გადაადგილების ოპერაციებს. დახვეწენ ცეცხლის წარმოებას, როგორც ქვეითად ისე ჯავშანტექნიკიდან. ერთობლივად აწარმოებენ ოპერაციებს დასახლებულ პუნქტებში. ყველა სცენარი იმიტირებულია. "ღირსეული პარტნიორი 2020" 18 სექტემბერს დასრულდება. საჩვენებელი წვრთნის შემდეგ სწავლება ოფიციალურად დასრულდება.

 

დღის ამბები