29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ინტერნეტით, ე.წ. დადების პრინციპით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტზე უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

ინტერნეტით - ე.წ. დადების პრინციპით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტზე უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინი, მეტადონი და კიდევ რამდენიმე დასახელების ნარკოტიკი.

1000 აბი სუბუტექსი სხვა დასახელების ნარკოტიკთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებით საცხოვრებელში ინახებოდა. 

"კურიერის" ინფორმაციით, ორივე ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც სამართალდამცველები მსგავსი დანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკავებენ.

დღის ამბები