29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
3 წლიანი პატიმრობა ჩვენების მიცემის იძულებისთვის - მარიანა ჩოლოიანის განაჩენი, შესაძლოა, გასაჩივრდეს

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს, რომელსაც ბრალი 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულებით მოპოვებაში ედება, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდების მხარემ, შესაძლოა, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. 

გამომძიებელს ბრალდება სხვა არასრულწლოვნის ჩვენების იძულებით მოპოვებასაც ედავებოდა, თუმცა, ჩოლოიანი ამ ნაწილში გამართლდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მალევე, საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა იმ ფაქტების გახმაურებას, რაც "მწვანე სკოლაში" კედლების მოხატვისა და ინვენტარის დაზიანების ინციდენტის გამოძიებას უკავშირდებოდა.

კითხვები არსებობდა როგორც პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილების თანამშრომლების, ასევე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ, რომლებსაც გადაცდომებში ადანაშაულებდნენ. "მწვანე სკოლა" 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკვლევას განაგრძობს პოლიციის კიდევ ორი თანამშრომლის შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებით.





დღის ამბები