29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
4 ცვლილება პანდემიის პრევენციის რეგულაციებში - კორონავირუსის აღმავალი სტატისტიკის ფონზე უწყებათაშორისი საბჭო ახალ გადაწყვეტილებებს იღებს

აჭარა, როგორც საქართველოში "კოვიდ-19"-ის ყველაზე ცხელი წერტილი, ახალი რეგულაციების მიზეზი გახდა.

ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, ბათუმსა და ქობულეთში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 15 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს დაიწყება.

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მისვლამდე კი, მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩაერთვებიან. 

12-ის ნაცვლად სავალდებულო კარანტინი 8 დღიანი ხდება - ეს გადაწყვეტილებაც საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

რისკის მატარებელ მოქალაქეებს მერვე დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი საკარანტინო სივრცეს დატოვებენ. 

დღის ამბები