29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
დღევანდელი დღე "ნაციონალებთან" დაკავშირებული ჯგუფების ლუსტრაციაა, მათ ჩამოეხსნათ ნიღაბი - ანრი ოხანაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა დღეს კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მან კიდევ ერთი ვიდეომიმართვის გავრცელება დააანონსა, სადაც ისაუბრებს სტრატეგიაზე, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას. 

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ძალა ერთობაშიამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, "ნაციონალურ მოძრაობას" არეულობა და დესტრუქცია სურს. 

"ნაციონალური მოძრაობის" გათვლა არის იმაზე, რომ სამართლის დარღვევით გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ არეულობა შეიქმნას, მოთხოვნები დადგეს, იქ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოიყვანონ, ვინც კიდევ დაკავშირებულია ამ მავნებლურ და სადისტურ სექტასთან,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერით "ძალა ერთობაშიაში" შემავალი პარტიების ლუსტრაცია მოხდა. 

"მას შემდეგ, რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულმა ჯგუფებმა, რომლებიც მთლიანობაში არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ქვეყნის მტრები, ემხრობიან დანაშაულებრივ კრიმინალურ გაერთიანებას, მათ ბელადს, რომელიც გასამართლებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში, მაგალითად, ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ არის ამ ჯგუფების ლუსტრაცია, მათ ჩამოეხსნათ ნიღაბი,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები