29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
სოციალური ღონისძიებების გამართვა უფრო მკაცრად გაკონტროლდება - ეკატერინე ტიკარაძე

სოციალური ღონისძიებების გამართვა უფრო მკაცრად გაკონტროლდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საჯარიმო სანქციები მეტად მკაცრი იქნება. 

"იკრძალება 200 კაცამდე ადამიანების თავშეყრა. ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმირებული. ადრე ვაკეთებდით ასე - ვიღებდით შეტყობინებას და შეტყობინებაზე ვრეაგირებდით, როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე ჯარიმებით. მაგრამ, დღესდღეობით, შრომითი ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს მეტად აქტიურ მონიტორინგს ამ მიმართულებით და საჯარიმო სანქციებიც იქნება გაცილებით მკაცრი,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უწყება შეტყობინებას მიიღებს სოციალური ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით, დაწესებულებას ჯერ გააფრთხილებენ, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი დააჯარიმებენ. 

"მექანიზმი იმუშავებს შემდეგნაირად - იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ინფორმაციას, რომ ესა თუ ის დაწესებულება გეგმავს მსგავს სოციალურ ღონისძიებას, პირველ ეტაპზე, გავაფრთხილებთ და თუ მაინც შედგება ღონისძიება, შესაბამის სანქციებს გამოვიყენებთ. ეს არის ჯარიმა იურიდიული პირისთვის 10 000, ხოლო ფიზიკური პირისთვის - 2 000 ლარის ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენა უკვე იწვევს სისხლის სამართლებრივ დევნას,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები