დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ევროკავშირი გააფრთხილა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 15 ოქტომბრისთვის უნდა იყოს მზად. ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი მოლაპარაკებების "საბოლოო ფაზაში" შედის, რომელიც სამშაბათს განახლდება.
როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერი აცხადებს, თუ გარიგება ვერ განხორციელდება, ისინი ვაჭრობას ავსტრალიის მსგავსად განაგრძობენ, რომელსაც ევროკავშირთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება არ აქვს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 იანვარს დატოვა. მხარეები გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გრძელდება და რომლის განმავლობაშიც მათ მომავალი სავაჭრო შეთანხმების დეტალებზე უნდა მოილაპარაკონ. დიდმა ბრიტანეთმა გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.