სენაკსა და ფოთში ინფიცირებული მედიკოსის კონტაქტების კვლევა გრძელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, მედიკოსის 40-მდე კონტაქტია გამოკვლეული, დაახლოებით 75 პირს კი PCR ტესტირება ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტების ჩაკეტვა ან სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.
"მოგეხსენებათ, რომ სენაკელ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც მუშაობდა "არქიმედეში" და ასევე, ფოთის საავადმყოფოში. ამ ეტაპისთვი, გამოკვლეულია სავარაუდო კონტაქტები 40-მდე, ხოლო PCR ტესტი გაუკეთდა დაახლოებით 75 პირს. ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ზუსტ ციფრს ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს ციფრი იცვლება,"- განაცხადა მალხაზ თორიამ.
არსებული ინფორმაციით, ქალს 2 სექტემბერს ჯგუფთან ერთად ინფიცირებული პირი ბათუმიდან თბილისში გადაჰყავდა.