29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 72 საათიანი PCR ტესტის წარმოდგენის ვალდებულება ექნებათ 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 15 სექტემბრიდან ვალდებულება ექნებათ, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი წარმოადგინონ.

გახარიას თქმით, მოთხოვნა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიდანაც მგზავრები ნაცვალგების პრინციპით შემოდიოდნენ.

"15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება თან იქონიონ 72 საათიანი PCR​ ტესტი. რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მათ შორის ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა, ასევე უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაუწესდებათ მსგავსი მოთხოვნა ჩვენი მხრიდან 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომელთაც უკვე ბილეთი აქვთ ნაყიდი და მოემგზავრებიან საქართველოში, რომ დისკომფორტი არ შევუქმნათ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები