29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ და "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი წარადგინა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

პარტიის გადაწყვეტილებაზე ცოტა ხნის წინ გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა. გრიგოლ ვაშაძემ ასევე განმარტა, რის გამო მივიდა გუნდი საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიაში" შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი," - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

თავის მხრივ, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებს. 

დღის ამბები