29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
დადასტურებული 34 შემთხვევიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებულებიდან 6  "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო  დადასტურებულთან კონტაქტია, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 2  შემოტანილი შემთხვევაა და 2-ზე  ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით, გრძელდება.

ეზუგაბიას განცხადებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 78-ს შეადგენს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 342 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

"თქვენ ხედავთ, როგორ მყისიერად ხდება თანაზომადი ღონისძიებების გატარება. ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეუძლია, გამოავლინოს პაციენტები, პრევენცია და იზოლაცია მოახდინოს.

თვითიზოლაცია, თუ საკარანტინე სივრცე დამოკიდებულია ინფიცირებული პაციენტის ყოფით მდგომარეობაზე. თუ შეუძლიათ სახლში იზოლირება, სახლში იზოლირებით გააგრძელებენ მეთვალყურეობას, ბოლოში კი კვლევის ჩატარებას, ვისაც არა - საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, ეს იქნება დაავადების კონტროლირების წყარო," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მისი განმარტებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 3 არის კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი.

ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 18 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 

დღის ამბები