15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი ცნობილია - გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ჩოლოიანს ჩვენების მიცემის იძულებაში გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს ადანაშაულებენ. ის დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.