ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი ფაქტი დადასტურდა. ჯანდაცვის დე-ფაქტო უწყების ინფორმაციით, ტესტირება გუშინ 110 ადამიანს ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 45 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ რეგიონში 5-მდე გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. 74 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში სოხუმიდან გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა.