იაპონიის შემდეგ ტაიფუნი "ჰაიშენი" სამხრეთ კორეას უახლოვდება. ძლიერ შტორმს სინოპტიკოსები ქალაქ ბუსანში პროგნოზირებენ.
ქვეყნის მასშტაბით უკვე გაუქმდა 300-ზე მეტი ავიარეისი, შეიზღუდა სარკინიგზო მოძრაობაც.
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა, ასობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.