29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების, მათ შორის საქართველოში დაბრუნების შესახებ მორიგი განცხადების გაკეთებას დღეს აპირებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების, მათ შორის, საქართველოში დაბრუნების შესახებ მორიგი განცხადების გაკეთებას დღეს აპირებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ჩამოვიდეს, რადგან დარწმუნებული არიან, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვებას სწორედ ოპოზიცია მოიპოვებს. ისინი ლოგიკურად მიიჩნევენ მათი მხრიდან მიხეილ სააკშვილის პრემიერობის კანდიდატად წამოყენებასაც.

სააკაშვილის გეგმებს აფასებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

"ევროპული საქართველოს" პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით არის მარტივი და ცხადი. ჩვენ მიგვაჩნია, ვისაც ამ ქვეყანაში დაბრუნება უნდა, ყველა უნდა დაბრუნდეს. ყველა პოლიტიკურ გუნდს თავისი ამოცანები აქვს. ივანიშვილის ამოცანა ხელისუფლებაში დარჩენაა, სააკაშვილის ამოცანა ქვეყანაში დაბრუნებაა და იმ ძალაუფლების დაბრუნება, რაც ჰქონდა. ჩვენ სხვა ამოცანა გვაქვს. მაგრამ მგონია, რომ ვისაც სურვილი აქვს, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა უნდა მონაწილეობდეს," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ.

"მეხუთე არჩევნებია, როდესაც ის აანონსებს დაბრუნებას არჩევნების წინ, თუმცა არ დაბრუნებულა. ლოგიკურია ადამიანს არ სჯეროდეს მისი გეგმების შესახებ. უბრალოდ ეს არის პიარსტრატეგიის ნაწილი," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.

დღის ამბები