29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
100-ზე მეტი დაკავებული ბელარუსში - მინსკის ქუჩებში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ასი ათასამდე ადამიანი გავიდა

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მინსკის ქუჩებში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ასი ათასამდე ადამიანი გავიდა.

დემონსტრანტები დააკავეს ქალაქ გროდნოში ​გამართულ საპროტესტო აქციაზეც, სადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ბელარუსში საპროტესტო ტალღა 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება. მომიტინგეები ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

დღის ამბები