29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ანტისამთავრობო აქციების 29-ე დღე ბელარუსში - ლუკაშენკოს რეჟიმმა დღეს აქცია არასანქცირებულად გამოაცხადა

ანტისამთავრობო აქციების 29-ე დღე ბელარუსში - ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება პროტესტს არ წყვეტს.

უცხოური მედიისთვის აკრედიტაციის გაუქმების, ოპოზიციონერების დაკავების შემდეგ, ლუკაშენკოს რეჟიმმა დღეს დემონსტრანტებს შეკრების უფლება შეუზღუდა და აქცია არასანქცირებულად გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მინსკის ცენტრალურ მოედანზე შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობაც.

ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.1 % მიიღო. ისინი ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები