29 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
მზიურის პარკში ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - ოჯახს მკურნალობისთვის 65,000 ევრო სჭირდება

მზიურის პარკში ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 47 წლის ექიმი რადენიმე თვის წინ ავარიაში მოჰყვა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მას ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ოჯახს მკურნალობისთვის 65,000 ევრო სჭირდება.

აქციაზე აუქციონის წესით გაიყიდა სხვადასხვა მწერლის და პოეტის წიგნები, ასევე, ნახატები და ფსიქოლოგიის ცენტრების მიერ ორგანიზებული შეხვედრები და სასწავლო კურსები.

"პაციენტისგან სახლში ბრუნდებოდა ველოსიპედით და მანქანა დაეჯახა. მას შემდეგ არის რეანიმაციაში, მმართვით სუნთქვაზე. დაზიანებული აქვს ზურგის ტვინი. ამ ეტაპზე სჭირდება სასწრაფოდ საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელება. თანხა დაახლოებით, რაც შემდეგი ეტაპისთვის დაგვჭირდება არის 65 000 ევრო," - განაცხადა დავით ანდღულაძის დამ სოფიო ანდღულაძემ.

დავით ანდღულაძის დასახმარებლად ანგარიშის ნომრებია:

"თიბისი": GE67TB7019045069600001;

"საქართველოს ბანკი": GE04BG0000000125920900.

დღის ამბები